საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა.
ჩემპიონატზე მოასპარეზე 15 სპორტსმენიდან უმედლოდ არცერთი დარჩენილა, გარდა ამისა დამყარდა ევროპისა და საქართველოს რეკორდებიც.
საერთო ჯამში 39 მედალია, საიდანაც ვაჟთა ნაკრების ანგარიშზე 33 მედალია, გოგონებმა კი 6 მედლის მოპოვება შეძლეს.
15 და 17 -წლამდელთა შორის მედლების რაოდენობით საქართველო პირველ ადგილზე გავიდა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი ქართველთა გუნდის პირველივე წევრმა ააჟღერა.
დიმიტრი აბრალავამ (U15) ქართველთა ყულაბას მოლდოვაში პირველი მედლები მოუტანა. ძალოსანმა 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
2 ბრინჯაოს მედლით ლუკა ლომაშვილი (U17) ევროპის პრიზიორი გახდა.
რევაზ მილდიანმა (U17) 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
გოგა ჯაჯვანმა (U17) მკერდი 3 ვერცხლის მედლით დაიმშვენა.
ნიკა ჯიქიამ (U15) 3 ვერცხლის მედლით ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ჯუმბერ ბეკოშვილმა (U15)1 ვერცხლისა და 2 ოქროს მედლით ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
ლევან ოჩიგავამ (U17) ევროპის ჩემპიონობა 3 ოქროს მედლით იზეიმა.
ჯაბა ტყეშელაშვილმა (U15) კი კონტინენტის პირველობაზე 1 ვერცხლისა 2 ოქროს მედლით ევროპის ჩემპიონის ტიტული გაიფორმა.
ლუკა სილაგაძის (U17) ანგარიშზე – 1 ბრინჯაოს მედალია.
მიხეილ ახალაძემ (U15) კი 1 ვერცხლისა 2 ბრინჯაოს მედლით ევროპის პრიზიორობა მოიპოვა.
საბა ადამიამ (U17) 3 ოქროს მედლით ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გივი დარსაველიძემ (U17) 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატი ირაკლი ვეკუამ (U17) საქართველოს ჰიმნითა და 3 ოქროს მედლით დახურა.
ასევე წარმატებით იასპარეზეს გოგონებმა.
ნანა ხორავამ (U17) 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მარიამ მურღვლიანმა (U17) კი 1 ოქრო, 2 ვერცხლი დაისაკუთრა. მარიამმა ატაცში ევროპის რეკორდიც დაამყარა!
ჯამი 16 ოქრო, 14 ვერცხლი, 9 ბრინჯაო – 39 მედალი.
ზურაბ ანთაური – ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ბეჭან ჭიჭინაძე – ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელი
თემურ ჯანჯღავა – ქალ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
გიორგი ჭინჭარაული – ექიმი რეაბილიტოლოგი