კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი ეკუმენური ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა

კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა. ფესტივალის რჩეულთა შორის მოხვდა ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გადაღებული თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი“, რომელსაც ეკუმენური ჟიურის პრიზი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ წელს კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე 4 ქართული ფილმი იყო წარდგენილი: თინათინ ყაჯრიშვილის „მოქალაქე წმინდანი“ (მთავარი კონკურსი), ლუკა ბერაძის „ღიმილიანი საქართველო“(Special Screenings), ელენე ნავერიანის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (Horizons) და ანა ჩუბინიძის „ფრენცის სასადილო“ (Pragueshorts at KVFF).