თელავის ისტორიულ მუზეუმში First Wish Art Gallery – ს საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება

20 ივლისს,14:00 საათზე, თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნება First Wish Art Gallery – ს საერთაშორისო გამოფენა, სადაც  მონაწილეობას იღებს 22 მხატვარი, როგორც საქართველოდან ასევე   იაპონიიდან, ინდოეთიდან, ისრაელიდან, პაკისტანიდან და  ირანიდან.

First Wish Art Gallery – ს 2020 წლის ნოემბერში დაარსდა. მისი დამფუძნებელი გახლავთ ირშად ჰუსეინი, დირექტორი და თანამფლობელი მარიამი სიმაშვილი. გალერეა ოფიციალურად დარეგისტრირებულია საქართველოში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (UAE). მისი მიზანია საქართველოს კულტურის წარმოჩენა და ქართველი ხელოვანების მხარდაჭერა. დაარსების დღიდან გალერეა ორგანიზებას უწევს საერთაშორისო გამოფენებს და ქმნის პლატფორმას, სადაც მხატვრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ერთიანდებიან  და ერთმანეთს გამოცდილებას და შემოქმედებას უზიარებენ.

First Wish Art Gallery-მ მასშტაბური პროექტი 2023 წლის იანვრიდან დაიწყო  სახელწოდებით – Mission World Tour Exhibition – 30 ქვეყანა & 30 გამოფენა. გამოფენა უკვე  ჰქონდათ  საქართველოში, იაპონიაში, დუბაიში, ინდოეთში… დაგეგმილია იტალია, თურქეთი  და პრაღა. ხოლო ოქტომბერში და დეკემბერში კვლავ ეწვევიან თელავის ისტორიულ მუზეუმს.

დასწრება თავისუფალია.