ბერძნულ-რომაული სტილით 15-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით 15-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა, რითაც გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონები გიგი პაქსაძე (38 კგ); ერეკლე თავბერიძე (57 კგ); ლუკა მარტიაშვილი (75 კგ) გახდნენ.

ვერცხლის მედლებს დავით შავაძე (44 კგ) და გიორგი ქვარცხავა (52 კგ) დაეუფლნენ.