საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა ნაკრებმა უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ქართველმა სპორტსმენებმა 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ვერცხლის მედლებს დავით მძევაშვილი (38 კგ); თემურ თუთარაშვილი (41 კგ); კობა გოგუაძე (62 კგ) და ლაშა ჩხეიძე (68 კგ) დაეუფლნენ;
ბრინჯაოს მედლები კი მათე ცინაძე (44 კგ); იოანე სხილაძე (48 კგ); საბა ტყემალაძე (52 კგ); ჯონი შაორშაძე (75 კგ) და გიგია ლუქუნიძე(85 კგ) გახდნენ.