ჯუმბერ ბეკოშვილი ევროპის ჩემპიონია, ხოლო ნიკა ჯიქია ევროპის ვიცეჩემპიონი

მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე  15 -წლამდელთა შორის გუშინ ორი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა და ორივემ დიდ წარმატებას მიაღწია.

ჯუმბერ ბეკოშვილმა (89 კგ) წარმატებით იასპარეზა.

ძალოსანმა  მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 108 / 112 / 116 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ბეკოშვილმა აკვრაში თავი 137 / 142 / 145 კილოგრამს გაართვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ასევე ოქროს მედლის მომტანი გახდა ორჭიდში მოგროვილი 261 კილოგრამიც.

ნიკა ჯიქიამ (81 კგ) თავის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და გუნდის ყულაბას 3 ვერცხლის მედალი შემატა.

ქართველმა ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 110 / 114 კგ დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა!

ნიკა ჯიქიამ აკვრაში თავი 131 / 136 / 138 კილოგრამს გაართვა და კვლას ვერცხლის მედალს დაეუფლა, ძალოსანმა ორჭიდში მოგროვილი  252 კილოგრამითაც ვერცხლი მოიპოვა.

გარდა ამისა ძალოსანმა საქართველოს რეკორდი ატაცში 4, ორჭიდში კი 6 კილოგრამით გააუმჯობესა.