„GUNNI and TRENTINO”-ს სივრცეში გაიმართა ქართული სამზარეულოს მასტერკლასი გაიმართა

6 ივლისს, მადრიდში ქართულ გასტრონომიულ სივრცე „ნუნუკასა“ და ფონდ „ALADINA“-ს ორგანიზებით, „GUNNI and TRENTINO”-ს სივრცეში გაიმართა ქართული სამზარეულოს მასტერკლასი, სადაც მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი ღვინის ექსპერტები, გასტროკრისტიკოსები, ესპანეთში ცნობილი რესტორნების შეფმზარეულები და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ივნისში ქართულმა გასტრონომიული სივრცე „ნუნუკა“ შევიდა პრესტიჟული „მიშლენის“ გზამკვლევში.

„საქართველოს საელჩო ულოცავს “ნუნუკას” გუნდს მიშლენის პრივილეგირებულ გზამკვლევში მოხვედრას, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ ქართულ გასტრონომიას უდიდესი პოტენციალი გააჩნია“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.