ნორვეგიაში, ოსლოში, საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე m&i Summer 2023 საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 180 კომპანიას შორის გაიმარჯვა. სპეციალური ჯილდო ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს გადაეცა.
საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმში მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები, მონაწილეობდნენ.
m&i Summer 2023-ის ფარგლებში 320 ღონისძიების დამკვეთი საერთაშორისო კომპანია იყო წარდგენილი.
საერთაშორისო ფორუმში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრმა კომპანიებმა შეხვედრები გამართეს ევროპელ კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.