მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 17 -წლამდელთა შორის 67 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობა დასრულდა, სადაც რევაზ მილდიანი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა.
ქართველმა ძალოსანმა (U17) ატაცში 104 / 108 კგ. დაძლია და მე-5 საფეხური დაიკავა.
მილდიანმა აკვრაში თავი 130 / 134 / 137 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ძალოსანი ორჭიდში მოგროვილი 245 კილოგრამით კი მე-4 ადგილზე გავიდა.