საბა მიქელაძე არნო ბაბაჯანიანის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელია

მუსიკოსი საბა მიქელაძე არნო ბაბაჯანიანის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე  გრან-პრისა და ა. ხაჩატურიანის სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად მუსიკოსი ავრცელებს.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო! ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან არნო ბაბაჯანიანის საერთაშორისო კონკურსში  გრან-პრისა და ა. ხაჩატურიანის სპეციალური ჯილდოს მფლობელი გავხდი!

უღრმესი მადლობა ჩემს უსაყვარლეს პროფესორ ქალბატონ Lali Sanikidze-ს და ყველას, ვისაც თუნდაც პატარა წვლილი მიუძღვის ჩემს პროფესიულ განვითარებაში!“, – წერს საბა მიქელაძე.