ისტორიული გამოდგა ევროპის თამაშების დასკვნითი დღე ქართული სუმოსთვის. ქართველმა სუმოისტებმა 2 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ბადრი ხატისკაცი გახდა,ბრინჯაო ლაშა ჯელაძეს ერგო.
+ 115 წონით კატეგორიაში სპორტსმენებმა ადგილები გაცვალეს, ჯელაძე ჩემპიონი გახდა, ხატისკაცი ბრინჯაოს დაეუფლა.
კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ გუნდურ ასპარეზობაში, რომელშიც ბადრი ხატისკაცი, ლაშა ჯელაძე, საბა გამთენაძე, კობა მალაყმაძე ასპარეზობდნენ.