ანა მაისურაძე სრული დაფინანსებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში ისწავლის

16 წლის რუსთაველი გოგონა, ანა მაისურაძე მსოფლიოს 6 ქვეყნის 20 მოსწავლეს შორის მოხვდა და სრული დაფინანსებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში ისწავლის.

შერჩევა სამ ეტაპად ჩატარდა. მან შეავსო აპლიკაცია, ჩააბარა სამი გამოცდა და ბოლოს ორდღიანი გასაუბრების შედეგად აღმოჩნდა იმ სამ ქართველ მოსწავლეს შორის, რომელთაც ევროკავშირი სრულად, 50000 ევროს ოდენობით დააფინანსებს.