22 ივნისს ბირმინგემის სამეფო კონსერვატორიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და ბრიტანული და ქართული კონსერვატორიების უკვე მრავალწლიანი ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ქართული მუსიკის კონცერტი გაიმართება.
Erasmus+ სტაჟიორის, რუსა მჭედლიშვილის ინიციატივით და ორგანიზებით, ბრიტანელი კოლეგების და რუთ ვუტონის (საერთაშორისო ოფისი, RBC) ჩართულობით, ქართული კლასიკური მუსიკა აჟღერდება ინოვაციურობით ცნობილ ბირმინგემის სამეფო კონსერვატორიაში.
თბილისის კონსერვატორიის სტუდენტ – სტაჟიორებისა და ღონისძიებაში მონაწილეთა შთამბეჭდავი ჩამონათვალის გარდა, კონცერტში ჩაერთვებიან Erasmus+ საერთაშორისო ვიზიტით მყოფი ცხრა აკადემიური პერსონალი და კონცერტმაისტერი: ირინა რამიშვილი, ნინო ლეშკაშელი, მარინა ჭანიშვილი, ხათუნა ლოლაძე, ბორის ძნელაძე, რატი გვალია, ნათია ქავთარაძე, ჯონი ასიტაშვილი, მარინა მეტრეველი.