45 უკრაინელი მოზარდი სპეციალური სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა

უკრაინაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 21 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, 45 უკრაინელი მოზარდი 6 თანმხლებ პირთან ერთად, სპეციალური სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში,  საქართველოში გამოემგზავრა.

ჯგუფში შედიან მოზარდები, რომლებიც დაზარალდნენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო. მოზარდები, წინასწარი შედგენილი პროგრამის ფარგლებში, ჩართულები იქნებიან სხვადასხვა ტიპის გასართობ და შემეცნებით აქტივობებში.

ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის, ამ დრომდე განხორციელდა საქართველოში დასვენება – რეაბილიტაციის ხუთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოში რეაბილიტაცია 300-მდე უკრაინელმა ბავშვმა გაიარა.