“Daily Beast“ – „საქართველო თავგადასავლების სამოთხე“

„საქართველო თავგადასავლების სამოთხე“ – ამ სათაურით ამერიკული გამოცემა „Daily Beast“– ი საქართველოს საზღვაო და სამთო კურორტების შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა ბენჯამინ კემპერმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა. სტატიაში საქართველოს სათავგადასავლო ტურისტული მიმართულებაა აღწერილი.

„საქართველოში დაახლოებით 10 წელია ვმოგზაურობ, რეპორტაჟებს ვამზადებ ღვინის უძველეს ტრადიციებზე, ანტიკურ ქალაქებზე, მაგრამ ყველაზე მეტად საქართველოს სათავგადასავლო სამოგზაურო მიმართულებამ მიმიზიდა. საქართველოში ერთ დღეში შეგიძლიათ ზღვაზე წყლის სკუტერით ისრიალოთ და მეორე დღეს მთებიდან თხილამურებით დაეშვათ.  სამხრეთ კაროლინას ხელა საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სათავგადასავლო ტურისტული მიმართულებაა და ამაზე ბევრს არ საუბრობენ“, – წერს ბეჯამინ კემპერი.

სტატიაში დეტალურად არის აღწერილი ჯომარდობის ადგილები რიონზე, მტკვარზე, არაგვზე, ასევე სად შეიძლება გემრიელი კერძების დაგემოვნება ჯომარდობის შემდეგ. ბეჯამინ კემპერი აღწერს მარტვილის კანიონს, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიას, სალაშქრო ბილიკებს, ფრინველების დაკვირვების ადგილებს.

„შემოდგომაზე საქართველოში ბუნების საოცარი სანახაობის მასპინძელია. ფრინველები ამ პერიოდში აფრიკაში მიფრინავენ. აგვისტო – ოქტომბრის პერიოდში კავკასიაში არიან დაბანაკებულები, შემდეგ გამრავლებისა და საკვების მოპოვების მიზნით  თბილ კლიმატურ ადგილას მიფრინავენ, გაზაფხულზე კი უკან ბრუნდებიან. ამ პერიოდში საქართველოში 400-ზე მეტი სახეობის ფრინველი შეგიძლიათ იხილოთ“, – წერს „Daily Beast“- ი.

სტატიაში აღწერილი თუშეთი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ცხენით ჯირითი,  მეღვინეობის მრავალ საუკუნოვანი ტრადიცია და საქართველოს სამთო კურორტები.

Daily Beast-ს სოციალურ ქსელებში 4 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.