17 ივნისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და “Truly Sense (Beijing) Media Consulting” Group”-ის მხარდაჭერით, პეკინის “Solana Cinema”- ში, ქართული კინემატოგრაფიის 115 წლისთავთან დაკავშირებით, ზაზა ურუშაძის ფილმის “სამი სახლი” ჩვენება გაიმართა.
ფილმის დაწყებამდე მიწვეულ სტუმრებს, სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ. ასევე, საელჩოს თანამშრომლებმა, ნატალია კვაჭაძემ და თამარ ქვლივიძემ დამსწრე საზოგადოებას სპეციალურად ამ დღისთვის ქართული კინემატოგრაფიის ისტორიისა და თანამედროვეობის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს.
ფილმის ჩვენების შემდეგ ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.