მხოლოდ ერთი დღით – უკრაინის ნაციონალური ბალეტი თბილისის ბალეტის ფესტივალზე

ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის ოპერისა და ბალეტის ნაციონალურმა თეატრმა 155-ე საიუბილეო სეზონი ომის პირობებში ჩაატარა. უკრაინის ნაციონალურმა ბალეტმა შეძლო 26 მაისს, კიევში, საპრემიერო სპექტაკლების გამართვა.

თანამედროვეობის ორი გამოჩენილი ქორეოგრაფის – ჰანს ვან მანენის და ჯონ ნოიმაიერის ერთმოქმედებიან ბალეტს უკრაინელი მოცეკვავეები ქართველ მაყურებელს 1 ივლისს უჩვენებენ. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, პრიმა-ბალერინა ასოლუტა ალესანდრა ფერი და მარსელო გომესი, საერთაშორისო საბალეტო თეატრების მიწვეული სოლისტი და ქორეოგრაფი.