17 ივნისს, ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ისრაელში ქართული დიასპორის სკოლა “მამული”-ს და ანსამბლი ფესვების მოსწავლეები იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობა თეოფილე მესამემ მიიღო და დალოცა.
იერუსალიმის პატრიარქს ჯვარის მონასტრის წინამძღვრის – წმინდა მოწამე ლუკა იერუსალიმელის (მუხაისძე აბაშიძე) ხატი გადავეცით. წელს, 27 ივნისს (10 ივლისი) ლუკა იერუსალიმელის წამებიდან 750 წელი სრულდება.
მადლობა მის უნეტარესობა თეოფილეს მამობრივი სითბოსა და მინიჭებული სიხარულისთვის! ❤️“,- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.