„როცა ქვეყნებს სძინავთ – 7 ქართველი და 7 იტალიელი პოეტი ქალი სიფხიზლისთვის“ და ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებულის „მზე“ იტალიური თარგმანის პრეზენტაცია გამართა

15 ივნისს, პროექტ „ცოცხალ წიგნებთან“ თანამშრომლობით, საქართველოს საელჩომ პოეტური ანთოლოგიის „როცა ქვეყნებს სძინავთ – 7 ქართველი და 7 იტალიელი პოეტი ქალი სიფხიზლისთვის“ და ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებულის „მზე“ იტალიური თარგმანის პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიება საქართველოს ელჩმა, ქალბატონმა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა გახსნა.  შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ანთოლოგიაში შემავალმა ქართველმა და იტალიელმა პოეტებმა: მარიამ წიკლაურმა, ანიტა პისკაციმ, ნინია სადღობელაშვილმა, ფრანჩესკა სერანიოლიმ. პოეტები და მათი შემოქმედება საზოგადოებას წარუდგინა, ანთოლოგიის შემდგენელმა და მთარგმნელმა, ქალბატონმა ნუნუ გელაძემ.

ღონისძიებას „ დანტე ალიგიერის საზოგადოებამ“, ფლორენციის სასახლეში უმასპინძლა და მას ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.