იტალიის აქვა თერმიში მიმდინარე ევროპის სენიორ – მოჭადრაკეთა ჩემპიონატზე ზურაბ სტურუამ მეოთხედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული სენიორ-მოჭადრაკეთა შორის.
აღსანიშნავია, რომ ქართველი დიდოსტატი სამჯერ (2015; 2016; 2019 წწ.) იყო ევროპის ჩემპიონი +50 წლის მოჭადრაკეთა შორის.
ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა სენიორ – ქალ მოჭადრაკეთა შორის.
შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილი 65+ ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.