2-6 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ეწვევა სტანისლავ მონიუშკოს სახელობის გდანსკის მუსიკის აკადემიის პროფესორი, პიანისტი ბოგუმილა ვერეტკა – ბაიდორი.
მობილობის ფარგლებში კონსერვატორიის კამერულ დარბაზში ბოგუმილა ვერეტკა – ბაიდორი ჩაატარებს მასტერკლასებს საკონცერტმაისტერო დაოსტატების მიმართულებით.
6 ივნისს იგი დაესწრება საკონცერტმაისტერო დაოსტატების მიმართულების გამოცდას.