რუმინეთში მიმდინარე დუმიტრუ პირვულესკუს და ვასილე იორგას სახელობის ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ბერძნული – რომაული სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა
ჩვენმა გუნდმა 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირის ჩემპიონები -ანრი ხოზრევანიძე (60 კგ); ნიკა ბროლაძე (67 კგ) და ანრი ფუტკარაძე (72 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედალს თორნიკე მიქელაძე(77 კგ) დასჯერდა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი გიორგი უერთაშვილი (72 კგ) გახდა