ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე გრან-პრიზე ძიუდოში ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრების წევრებმა – ზაურ დვალაშვილმა და დიმიტრი გოჩილაიძემ (ორივე – 81 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
21 წლის დვალაშვილმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ესპანელი ხოსე მარია მენდიოლა, ხოლო გოჩილაიძემ ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილი დაამარცხა.
ლინცში საქართველოს ნაკრების კიდევ ორი ძიუდოისტი – ბაქარ ერაშვილი (90 კგ) და ლევან გუგავა (100 კგ), ტურნირზე საჭიდაოდ დღეს გამოვლენ.
ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე გრან-პრიზე ძიუდოში მედლების მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრების წევრები – ბაქარ ერაშვილი (90 კგ) და გიორგი ჩიქოვანი (100 კგ) იბრძვიან.