თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებულმა გურამ ქართველიშვილმა ნიუ-იორკში, საინვესტიციო ფონდ Millennium Management-ში, რაოდენობრივი მკვლევრის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა. Millennium Management დაფუძნდა 1989 წელს ნიუ-იორკში და 58 მილიარდი აშშ დოლარის აქტივებს მართავს.
გურამის საქმიანობის ძირითადი ნაწილი ფინანსური ინსტრუმენტების მათემატიკურ მოდელირებას და შემდგომ იმპლემენტაციას მოიცავს. მსგავსი მოდელები აქტიურად გამოიყენება საფონდო ბირჟაზე დერივატივების ფასისა და არსებული რისკების შესაფასებლად.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ, გურამმა პენსილვანიის უნივერსიტეტში (University of Pennsylvania) განაგრძო სწავლა და მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფიზიკაში. პენსილვანიის უნივერსიტეტმა მას სწავლის, კვლევისა და აშშ-ში ცხოვრების ხარჯები სრულად დაუფინანსა.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლამ პირველი ნაკადი 2011 წელს მიიღო. გურამის ჯგუფი სკოლის პირველი გამოშვებაა.