თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას მარტა კაპონი ეწვევა

30 მაისიდან 3 ივნისამდე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, რომის სენტ ლუისის მუსიკის კოლეჯიდან ჯაზვოკალისტი მარტა კაპონი ეწვევა.

მობილობის ფარგლებში იგი ჩაატარებს მასტერკლასებს და კონსერვატორიაში მისაღები გამოცდების ჟიურის წევრი იქნება.

2 ივნისს, 13.00 – 15.00 საათზე, კონსერვატორიის ნუცუბიძის ფილიალის წითელ დარბაზში იგი მასტერკლასს გამართავს, ხოლო 3 ივნისს, მასტერკლასი 15.00 – 17.00 საათზე, კონსერვატორიის ნუცუბიძის ფილიალის წითელ დარბაზში გაიმართება.

ასევე, 31 მაისს,  “არტერიაში” მარტა კაპონის კონცერტით შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

მარტა ცნობილია თავისი შთამბეჭდავი ვოკალითა და იმპროვიზაციის უნარით როგორც იტალიის, ასევე ლონდონის ჯაზის სცენებზე.

მისი გამოსვლები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ფესტივალებს, როგორებიცაა: Umbria Jazz Festival, Ravello Jazz Festival, Lucca Jazz Festival, Spoleto Festival dei due Mondi, Villa Celimontana Jazz Festival. Festivals: UK – Love Supreme, Wilderness, Ealing Jazz Festivals, Greenwich Jazz Festival.

მარტა თბილისს პირველად ეწვევა და ქართველ მუსიკოსებთან ერთად მრავალფეროვან ცნობილ ჯაზკომპოზიციებს შეასრულებს .