ჰააგის დიდი ტაძრის მთავარი სამრეკლოდან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ქართული მელოდიები გაჟღერდება

ნიდერლანდებში  საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2023 წლის 26 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქ ჰააგის დიდი ტაძრის (Grote Kerk) მთავარი სამრეკლოდან გაჟღერდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ერთი საათის განმავლობაში შესრულდება, ქართული მელოდიები.

კომპოზიციებს ნიდერლანდელი მუსიკოსი, ხაისბერტ ქოქი შეასრულებს.