ბარბარე მახათაძემ ესპანურ „The Voice”-ში ოთხივე მწვრთნელი შემოატრიალა

პატარა მომღერალი ბარბარე მახათაძე კიდევ ერთი ქართველია, რომელმაც უცხოურში „The Voice”-ში თავი გამოიჩინა. იგი ესპანური საბავშვო ხმის კონკურსანტია.

10 წლის ბარბარემ ცნობილი სიმღერა creep შეასრულა და სიმღერის დაწყებისთანავე ოთხივე მწვრთნელი შემოაბრუნა. რა თქმა უნდა, ყველას მწვრთნელს სურდა, რომ ნიჭიერი მომღერალი მის გუნდში ყოფილიყო.

ბარბარემ დევიდ ბისბალის გუნდი აირჩია.