საფრანგეთში, ემიგრაციაში მცხოვრებ პოლიტიკოსს, მეცნიერსა და იურისტს, მიხეილ მუსხელიშვილს (მიშელ მუსხელი) (1903-1964) საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრწყინვალების ორდენი მიანიჭა (სიკვდილის შემდეგ).
მიხეილ მუსხელიშვილმა განათლება გიოტინგენის, მიუნხენის, ლიონისა და პარიზის უნივერსიტეტებში მიიღო. ის დასავლეთ ევროპაში ემიგრაციაში 1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ წავიდა. ცნობილი მეცნიერი წლების განმავლობაში მსოფლიოს არაერთ უნივერსიტეტში ეწეოდა პედაგოგიკურ საქმიანობას.
ალპინიზმით გატაცებული მეცნიერი ტრაგიკულად დაიღუპა 1964 წელს.