კანის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (Marche du Film) საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მეთექვსმეტედ წარადგინა საქართველოს პავილიონი, სადაც კინოცენტრის გუნდი ინდუსტრიული კუთხით მუშაობს.
პროგრამაში „რეჟისორთა ორკვირეული“ შედგება ელენე ნავერიანის ფილმის – „შაშვი შაშვი მაყვალი“ მსოფლიო პრემიერა. ფილმი თამთა მელაშვილის იმავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები: თემიკო ჭიჭინაძე და ეკა ჩავლეიშვილი.
„რეჟისორთა ორკვირეული“ კანის კინოფესტივალის დამოუკიდებელი სელექციაა, რომელიც 1969 წელს ფრანგ რეჟისორთა გილდიის მიერ დაარსდა. პროგრამაში ქართული ფილმის შერჩევა უდიდესი წარმატებაა ქართული კინემატოგრაფიისთვის.