22-27 მაისს, თსკ-ს, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, კაროლ ლიპინსკის სახელობის ვროცლავის მუსიკის აკადემიის პროფესორი საქსოფონისტი რიშარდ ჟოუენჯიევსკი (Ryszard Żołędziewski) ეწვევა.
მობილობის ფარგლებში იგი ჩასაბერი საკრავების მისაღები გამოცდების ჟიურის წევრი იქნება.
მასტერკლასებს ჩაატარებს რუსთავის რევაზ ლაღიძის სახელობის მე-3 სამუსიკო სკოლაში (25 მაისს) და ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 სახელოვნებო სკოლაში (27 მაისს).
24 მაისს, 16:00 საათზე, კონსერვატორიის მუზეუმში მისი სოლო კონცერტი გაიმართება.