ჩინეთში „ქართული ეროვნული ღვინის კულტურის მუზეუმი” გაიხსნა

ქალაქ გუანჯოუს შუაგულ ცენტრში „ქართული ეროვნული ღვინის კულტურის მუზეუმი” გაიხსნა.

მუზეუმში წარმოდგენილია მრავალი სხვადასხვა სახეობის ბიო ღვინო, თიხის ღვინოები, თაფლის ჭაჭა, ტიკის არაყი და ა.შ.

მუზეუმი ემსახურება ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციას ჩინეთში. ამ მიზნით, ყოველ კვირას ტარდება ღვინის სადეგუსტაციო საღამოები, ქართული ღვინის კულტურისა და ტურიზმის შესახებ პრეზენტაციებს კითხულობენ ქართველი და ჩინელი თანამშრომლები.