ნიქოზიაში სტარტი აიღო და 28 მაისამდე გასტანს ფიდეს გრან-პრის მეოთხე ეტაპის გათამაშება ქალთა შორის.
ასპარეზობაზე, ორი ქართველი მოჭადრაკე ითამაშებს: ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი.
ფიდეს ქალთა გრან- პრის სერიაში სულ 17 მონაწილეა და სავალდებულოა ოთხი ეტაპიდან სამის თამაში.
სამი ტურნირის ჯამში ნაჩვენები შედეგით გამოვლინდება გამარჯვებულები. პირველ ადგილზე – 160 ქულაა განკუთვნილი, მეორეზე -130, მესამეზე – 110 და ა.შ.
თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი 80 ათასი ევროს შეადგენს სადაც გამარჯვებულის წილად – 15 ათასი მოდის.
ძაგნიძემ პირველი ეტაპი გამოტოვა, მეორეში მესამე ადგილი დაიკავა და 160 ქულით საერთო ჩათვლაში ჯერჯერობით მეშვიდე ადგილზეა.
ტურნირზე ქართველი მოჭადრაკეების გარდა მონაწილეობენ:
ალექსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია), ტან ჩჟუნი (ჩინეთი), ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი), ბიბისარა ასუბაევა(ყაზახეთი), გუნაი მამედზადე (აზერბაიჯანი), დიანა ვაგნერი (გერმანია),ოლივია კიობასა (პოლონეთი), ალექსანდრა გორიაჩკინა, ეკატერინა ლაგნო,პოლინა შუვალოვა (სამივე ფიდე).