საქართველოს ლიეტუველი პროზაიკოსები ეწვივნენ

მწერალთა სახლის, ლიეტუვის მწერალთა კავშირისა და ლიეტუვის კულტურის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით, გამომცემლობა საგამ თანამედროვე ლიეტუველ ქალთა პროზა „ტექსტის ხიბლი” გამოსცა.

წიგნის წარდგენასთან დაკავშირებით, საქართველოს ლიეტუველი პროზაიკოსები ეწვივნენ: ბირუტე იონუშკაიტე, ლაურა ჩერნიაუსკაიტე, დანუტე კალინაუსკაიტე, კაზიმიერა კაზიევაიტე და ინა სიმუტიტე.

კრებულის წარდგენა მწერალთა სახლში 16 მაისს, 18.00 საათზე გაიმართება.

დასწრება თავისუფალია!