კონსერვატორიას ახალგაზრდა იტალიელი კომპოზიტორი ენრიკო სკაკალია ეწვევა

17 – 19 მაისს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ახალგაზრდა იტალიელი კომპოზიტორი ენრიკო სკაკალია ეწვევა.

იგი კომპოზიციის მიმართულების სტუდენტებს და პედაგოგებს შეხვდება, გამართავს მასტერკლასებს და კონცერტს.

კონცერტი გაიმართება კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში 19 მაისს 15:00 საათზე.

შესრულდება ენრიკო სკაკალიას ნაწარმოები კლარნეტისათვის. შეასრულებს ბაკ. II კურსის სტუდენტი ბეჟან დემეტრაშვილი  – ასისტენტ პროფესორ დიმიტრი ბოკოლიშვილის კლასი.