„ქართველის და ისიც მწერლის სიკვტილი რა მოსანაღვლია, – წამოიძახა პოლიციელმა და ისევ სიმღერა შემოსძახა… მარა ვაი ასეთ შემოძახებას – დილას გავიგეთ, რომ უცნობ პირს ისე დაეჯეჯგვა, რომ ძვალი და რბილი გაესწორებია მისთვის…” – ირაკლი მახარაძის წერილი აგორაზე.
ეგნატე ნინოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვინმე ალექსი ებრალიძე იგონებდა: “..დუქანში ერთი ვინცხა კონტრაბანდისტი და პოლიციელი შემოვიდნენ საქეიფოდ… თურმე პოლიციელს გაეგო იმ კაცის საქმიანობის შესახებ, ქრთამიც გამოურთმევია და სამაღარიჩოც დაახარჯვინა. როცა შეთბენ ღვინით, მაშინ სიმღერა წამოიწყენ…” ამ დროს დუქანში პატარა ბიჭი შევიდა და პოლიციელს წერილი გადასცა, სადაც შემდეგი ეწერა, რომ თუ მაგ ბღორინს თავს არ დაანებებთ, ხვალ დილამდე ანგარიშს გაგისწორებთო… ხალხი სახელოვანი შვილის დაკარგვას გლოვობს და თუ ისე ხარ გათახსირებული რომ მწუხარების დროს მწუხარება არ შეგიძლია, ჩუმათ მაინც იყავიო… პოლიციელი ერთი კი შეკრთა და მერე იკითხა იმპერატორის ნათესავი ან მაზრის უფროსის ახლობელი ხო მარ მომკვდარაო? თანამეინახემ უპასუხა – ერთი მწერალი მოკტაო. – რუსი იყო მაი მწერალიო? – არა, გვარად ნინოშვილია, გვარი ქართული აქვს და რუსი რაფერ იქნებოდაო. – ქართველის და ისიც მწერლის სიკვტილი რა მოსანაღვლია, – წამოიძახა პოლიციელმა და ისევ სიმღერა შემოსძახა…
“მარა ვაი ასეთ შემოძახებას, – აგრძელებს ებრალიძე, – როცა დუქანი დავკეტეთ და საძინებლად ვემზადებოდით, ჩვენგან წასული პოლიციელის ყვირილი შემოგვესმა. დილას გავიგეთ, რომ უცნობ პირს ისე დაეჯეჯგვა, რომ ძვალი და რბილი გაესწორებია მისთვის…”