9 მაისს, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა ყვავილებით შეამკეს ვიტებსკის ოლქის სოფელ სანიკის ძმათა სასაფლაო, სადაც ქართველი პოეტი მირზა გელოვანია დაკრძალული.
მეორე მსოფლიო ომის დროს ბელარუსის ტერიტორიაზე ბრძოლებში 14 ათასზე მეტი ქართველი დაიღუპა. კოლოსალური დანაკარგი განიცადა ქვეყანამაც – ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ბელარუსში მცხოვრები ყოველი მესამე ადამიანი გარდაიცვალა.