ილო მოსაშვილის მოგონება ვაჟაზე

ილო მოსაშვილის მოგონება ვაჟაზე, ჩაწერილი ლევან ასათიანის მიერ:

„..ერთხელ ვარანცოვზე, რომელიღაც სარდაფში პურს სჭამდნენ ვაჟა , მისი ძმები – სანდრო და თედო, იროდიონ ევდოშვილი, ვანო ბუქურაული და შიო მღვიმელი.

ღვინის სმის დროს თედო ეზოში გასულა საჭირო საქმეზე. იქ ვიღაც მთვრალს მისთვის ცუდი სიტყვა უკადრებია. თედოს გული მოსვლია, გაურტყამს. მთვრალს თავისი ამხანაგები გამოექომაგნენ. ხმაურობაზე ვაჟას სუფრა აეშალა, ყველანი ჩარეულან ჩხუბში. ქალაქელ ბიჭებს ღვინის კასრების საგორებელი კეტები მოუმარჯვებიათ, იმით ჩხუბობდნენ. მოსულა პოლიცია, ძლივს გაუზავებიათ მოჩხუბარნი.

წამოსვლის დროს შიო მღვიმელი მოუსაკლისებიათ. აქეთ ეცნენ, იქით ეცნენ, ვერ ნახეს შიო.

ბოლოსო, – სიცილით ამბობდა ვაჟა, – ორ კასრს შორის თავდაღმა ჩავარდნილი ვნახეთ შიო, მხოლოდ ფეხები უჩანდა, ვეღარ იძვროდაო.

ასე ეხუმრებოდნენ შიოს, რომელიც სუსტი და ჩია აგებულებისა იყო..“

ფოტოზე: ვაჟა-ფშაველა, შიო მღვიმელი და დიმიტრი მაჩხანელი.

 

კულტურა პლუს