თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ელენე წოწონავა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ავსტრია, ვენა) საერთაშორისო ბიზნესს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. ევროპის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის მისაღებმა კომისიამ აპლიკაციის განხილვისას და გასაუბრების ეტაპზე, აპლიკანტის აკადემიურ ცოდნასთან ერთად, მისი სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში ჩართულობა და თსუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობაში პროექტების განხორციელებისას მიღებული გამოცდილება გაითვალისწინა.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გარდა, ელენე წოწონავამ მაგისტრატურის საფეხურზე ჩარიცხვის შესახებ თანხმობა და ნაწილობრივი დაფინანსება ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტიდანაც მიიღო, მათ შორის: University of Glasgow, Dublin City University, University College Dublin, Redbound University, University of Barcelona.
თსუ-ს სტუდენტი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში აკადემიური განათლების მიღებას სექტემბრიდან გააგრძელებს.