ანდრეა რიკარდის და ალესანდრო მაზის სტუ-ს საპატიო დოქტორის წოდებები მიენიჭათ საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის გავრცელების მხარდაჭერისთვის

5 მაისს “დანტე ალიგიერის საზოგადოების’’ სათავო ოფისში, Palazzo Firenze-ს პრიმატიჩოს დარბაზში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა დავით გურგენიძემ დანტე ალიგიერის საზოგადოების პრეზიდენტს ანდრეა რიკარდის და გენერალურ მდივანს პროფ. ალესანდრო მაზის სტუ-ს საპატიო დოქტორის წოდებები მიანიჭა საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის გავრცელების მხარდაჭერისთვის.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, ასევე, საქართველოს ელჩი წმინდა საყდართან,  ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონი, რომელიც ‘’დანტე ალიგიერის საზოგადოების’’ ქართული კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელიც გახლავთ.