თამთა მელაშვილი “პენ ამერიკის მსოფლიო ხმების ფესტივალის” მონაწილეა

მწერალი თამთა მელაშვილი “პენ ამერიკის მსოფლიო ხმების ფესტივალის” მონაწილეა.

მასშტაბური საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში 10-13 მაისს გაიმართება. თამთა მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში “ქალი მწერლები ომის შესახებ”.

“ომის შესახებ ძირითადად მამაკაცი ავტორები წერენ, თუმცა ქალები უფრო და უფრო ხშირად მოგვითხრობენ ამბებს კონფლიქტის ცხელი წერტილებიდან; წერენ მოთხრობებს, მემუარებს, პოეტურ კრებულებს და პიესებს ომის შესახებ… მათი შემოქმედება “ომის ლიტერატურის” მნიშვნელოვანი ნიმუშია. ეს პანელი წარმოგიდგენთ მწერლებსა და ვიზუალურ არტისტებს, რომლებიც აღწერენ საომარ კონფლიქტებს და მათ გამანადგურებელ ეფექტს საზოგადოებაზე” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

2023 წლის პროგრამის მონაწილეებს შორის არიან ავტორები: ოტესა მოშფე, სამანტა შვებლინი, ჯერემაია მოსი, როქსან გეი, რეიჩელ კუშნერი, გიტანჯალი შრი, მეგი სმიტი, ჰალიდ ჰოსეინი, ბენ ოკრი და სხვა.