გიორგი შალამბერიძე სწავლას ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სრული დაფინანსებით აგრძელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  კურსდამთავრებული  გიორგი შალამბერიძე სწავლას  ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის  ( აშშ, ვაშინგტონი) სამართლის სკოლაში სრული დაფინანსებით აგრძელებს.

500-ზე მეტ თანაკურსელთა შორის მას ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიპენდია დაუნიშნეს.

ჯორჯთაუნის გარდა,   გიორგი  პენსილვანიის, ჩიკაგოს, ბერკლის, ემორის, ტეხასის, ვირჯინიის, ნორთვესტერნის უნივერსიტეტებში და UCLA Office of Equity, Diversity and Inclusion-შიც მიიღეს, მაგრამ  საბოლოო არჩევანი,  საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტზე შეაჩერა.