“ნაპოლის” ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია ა-ს გამარჯვებულია. ნეაპოლელები იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩში “უდინეზეს” ესტუმრნენ. ნეაპოლელებს ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად ამ შეხვედრაში ერთი ქულა სჭირდებოდათ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და „ნაპოლი“ სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.
ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილ გუნდს 33 ტურის შემდეგ 80 ქულა აქვს.
“ნაპოლიმ” იტალიის ჩემპიონის ტიტული 1990 წლის შემდეგ პირველად მოიგო.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს პირველივე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხვიჩა კვარაცხელია კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.