30 აპრილს, სამხატვრო გალერეა „Silk Factor”-ში გაიმართა გამოფენა „თაობათა დიალოგი“, სადაც ცნობილი მხატვრების: ლამარა მირანგის, თემურ კულიანის, ბასე ჯაფაროვასა და ანტონ მირზოევის, აგრეთვე ექვსი ახალგაზრდა მხატვრის ნახატები იყო წარმოდგენილი.
ამ მასალაში მკითხველის ყურადღებას ლამარა მირანგის ხელოვნებაზე შევაჩერებთ. ნიჭიერი იეზიდი მხატვრის ულამაზეს შემოქმედებას ჩვენში ბევრი იცნობს. უცნაურია, მაგრამ ის ბავშვობიდან არ ხატავს და მხატვრობაზეც არც კი უოცნებია. ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიკოსის პროფესიის დაუფლების მერე სკოლაში იმუშავა. ამის შემდეგ კომპიუტერული გრაფიკისა და ანიმაციის სპეციალობას დაეუფლა. სწორედ მაშინ შეიცვალა მისთვის პრიორიტეტები და 33 წლის ასაკში ხატვა დაიწყო. თავიდან ფანქრით ხატავდა, როცა ზეთის საღებავები გამოიყენა ხატვის ტექნიკაზე წარმოდგენა არ ჰქონდა. ჩვენ დავუკავშირდით მხატვარს, რომელსაც 30 აპრილის გამოფენაზე ვესაუბრეთ.
– ქალბატონო ლამარა, თავდაპირველად, მინდა გკითხოთ როდის გაგიჩნდათ ამ გამოფენის გამართვის იდეა?
– მსგავსი იდეა გამიჩნდა იანვარში, როდესაც დამწყები მხატვრების ნამუშევრების გამოფენამ წარმატებით ჩაიარა. მაშინ ახალგაზრდებს გავუზიარე ჩემი იდეა და მათ სიამოვნებით დამიჭირეს მხარი. ამის შემდეგ ვესტუმრეთ მხატვარ თემურ კულიანის არტსტუდიას, სადაც ვისაუბრეთ და გამოფენის ფორმატზე შევთანხმდით. ამ გამოფენისთვის სხვადასხვა თაობის მხატვრები ერთ სივრცეში გავერთიანდით. მათ შორის ორი, ბასე ჯაფაროვა და ანტონ მირზოევი გარდაცვლილები არიან. მე მჯერა, რომ ხელოვანების ხსოვნა უკვდავია, რადგან მათ ნამუშევრები მარადიულად ცოცხლობენ.
– გამოფენაში მონაწილე ახალგაზრდა მხატვრებზე რას გვეტყვით?
– ვიცი, რომ ხატვის დროს გარკვეული გარემო გჭირდებათ და თითოეული თქვენი ნამუშევრის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ…
– საერთოდ სრულ სიმარტოვეში ვხატავ ხოლმე. როცა ნახატს ვასრულებ, მას სიხარულით „ვუშვებ“, თითქოს უკვე გაზრდილი “ბავშვია”. ერთ ნამუშევარს ორიდან ოთხ კვირამდე ვანდომებ, ხანდახან მეტსაც. ამ დროს ჩემი ნამუშევარი თითქოს წუთითაც არ მანებებს თავს, მაშინაც კი, როცა ვიძინებ. ყოველ ნახატში კი ჩემს სულს ვდებ…
მაკა ალექსიშვილი