საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2023 წლის 11 მაისს, 19 სთ-ზე, ქალაქ პარიზში, კინოთეატრ „Christine Cinéma Club“-ში, საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ორგანიზებითა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ხათუნა ვაშაძის ფილმის „ტყვია“ ჩვენება გაიმართება. პრემიერას დაესწრება რეჟისორი და მსახიობი ნინო ლეჟავა.
“ტყვია” ადამიანურ ურთიერთობებზე და ყოველდღიურ პრობლემებზე მოგვითხრობს. ქართველი რეჟისორის ხათუნა ვაშაძის ეს ფილმი, დრამის ჟანრს ეკუთვნის. “ტყვია” კი გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობით, კინოსურათში ადამიანების ურთიერთობებს შორის მთავარ როლს ასრულებს. სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებები სცენარის დაწერის შემდეგ, ზუსტად ერთ თვეში დასრულდა.