მსოფლიო ქვიშის თამაშების მეოთხე სალიცენზიო ტურნირში ქართული გუნდი 5 სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები არგენტინაში მიემგზავრება. 7-8 მაისს, ბუენოს აირესში მეორე მსოფლიო ქვიშის თამაშების მეოთხე სალიცენზიო ტურნირი გაიმართება, რომელიც ამავდროულად მსოფლიო სერიის პირველი ეტაპიც იქნება და მასში ქართული გუნდი 5 სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას.

სამი ეტაპის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს თითქმის განაღდებული აქვს მალაიზიაში 11-12 აგვისტოს გასამართი ქვიშის თამაშების ლიცენზიები ოთხივე წონით კატეგორიაში. თუმცა ბოლო ორ შესარჩევ ეტაპზე, კონკურენტებთან უპირატესობა უნდა შეინარჩუნოს.

საქართელოს ნაკრები:

70 კგ – ლევან ქელეხსაშვილი

80 კგ – ნიკა კენჭაძე

90 კგ – დავით ხუციშვილი და დავით ფირუზაშვილი

+90 კგ – მამუკა კორძაია

მთავარი მწვრთნელი: ჯემალ კილაძე