დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა იხსნება
დამთვალიერებელი 20 აგვისტომდე ფიროსმანის 48 ნამუშევარს ნახავს. 48 ნამუშევრიდან 47 ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდს ეკუთვნის, ხოლო ერთი ნახატი შერჩეულია მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმიდან.
17 სექტემბრიდან 28 იანვრამდე, გამოფენას შვეიცარია, ბეილერის ფონდი უმასპინძლებს.