ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, დღეს, 3 მაისს, ფრანკფურტის კინომუზეუმში გაიხსნება ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორის 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები:
- „თეთრი ქარავანი“
- „არაჩვეულებრივი გამოფენა“
- „შერეკილები“
- „სამანიშვილის დედინაცვალი“
- „ცისფერი მთები“
- „მრავალჟამიერ“
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში მაყურებელი ასევე იხილავს ელდარ შენგელაიას მამის, აღიარებული ქართველი რეჟისორის, ნიკოლოზ შენგელაიას ფილმს – „ელისო“, რომელიც ქართული კინომემკვიდრეობის თვალსაჩინო ნამუშევარია.
რეტროსპექტივა ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.