ნონა გაფრინდაშვილი 16 წელი იყო საჭადრაკო ტახტის დედოფალი და უკლებლივ ყველა საჭადრაკო ტიტული მოიპოვა. სწორედ მან აქცია საქართველო საჭადრაკო ცენტრად.
მსოფლიო ჭადრაკში მისი დამსახურება იმდენად დიდია, რომ 1997 წელს ფიდემ ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი დააწესა, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა.
ნონა გაფრინდაშვილი ყველგან პირველი იყო: პირველი ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი, პირველი ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი, პირველი დიდოსტატი ქალი, პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის, ქალთა საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელი…
მისი გამოჩენისთანავე ცხადი გახდა, რომ მსოფლიოს ქალთა ჭადრაკს უნიჭიერესი მოთამაშე მოევლინა, რომლის დარიც მანამდე არავინ ყოფილა!
დღეს, 3 მაისს ნონა გაფრინდაშვილის იუბილეა – დედოფალი 82 წლის გახდა.