Erasmus+ ის პროგრამის ფარგლებში კონსერვატორიას ნორვეგიის მუსიკის აკადემიის პროფესორები და სტუდენტები სტუმრობენ.
პროფესორები ლეაფ არნე პედერსენი – ოსლოს ფილარმონიის სოლისტი (კლარნეტი) და ომას ნილსონი, მიმართულების ხელმძღვანელი (დასარტყამი საკრავები) უკვე ატარებენ მასტერკლასებს.
ასევე გაიმართება კონცერტები:
4 მაისს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდება ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ჩასაბერი საკრავების მიმართულების სტუდენტთა სასულე ანსამბლის კონცერტი. დასწრება თავისუფალია.
და 5 მაისს, 18:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება თბილისის კონსერვატორიის და ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ჩასაბერი და დასარტყამი მიმართულების სტუდენტთა, სასულე ანსამბლის ერთობლივი კონცერტი. ხელმძღვანელი, დირიჟორი ლეაფ არნე პედერსენი.