ქეთევან ქართველიშვილი “Endless Mountain Music Festival“-ზე მიიწვიეს, სადაც ის ჩაიკოვსკის პირველ კონცერტს შეასრულებს. კონცერტის დასრულების შემდეგ კი სტუმრებს მისი ალბომის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ქეთევანი ავრცელებს.
„მინდა გაცნობოთ, რომ მიმიწვიეს “Endless Mountain Music Festival“-ზე, სადაც შევასრულებ ჩაიკოვსკის პირველ კონცერტს(პენსილვანიის შტატი), ასევე, კონცერტის შემდეგ, შესაძლებლობა გექნებათ შეიძინოთ ჩემი ახალი, რახმანინოვის ალბომი. ახლომდებარე შტატებიდან მსურველები შეგიძლიათ დაესწროთ კონცერტს“, – წერს ქეთევან ქართველიშვილი.